"ვნების სიმძაფრე და წარმატების რეცეპტი მუდმივ განვითარებაში, შენებასა და მოქმედებაშია"
ლიკა გოდერძიშვილი არის პროფესიონალი ეკონომისტი და მკვლევარი, რომელიც ეისითის გუნდს წლების წინ შემოუერთდა, დღეისათვის ის პორტფოლიო ლიდია და განვითარების კონსალტინგის ერთ-ერთ გუნდს ხელმძღვანელობს. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა რეგიონულ და ადგილობრივ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ პროექტებსა და კვლევებს განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, SME და ბიზნეს სექტორის სფეროებში.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის ეკონომიკის მაგისტრი ეისითის გუნდთან შემოერთებამდე, სხვადასხვა დროს მართავდა პროექტებს საჯარო და კერძო ორგანიზაციებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდი.