ხარისხი ნიშნავს დეტალებზე ყურადღების მიქცევას
ირაკლი გაბუნია ეისითის შერჩევის უფროსი სპეციალისტი და კომპეტენციის ლიდია. ის 2005 წლიდან შემოუერთდა გუნდს მონაცემთა ბაზების სპეციალისტის პოზიციაზე, ასევე ითავსებდა მონაცემთა შეყვანის ოპერატორების კოორდინატორობას. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, როგორც მონაცემთა ბაზების და შერჩევის სპეციალისტს. მისი ძირითადი მოვალეობა რაოდენობრივი კვლევის განხორციელებისთვის სტატისტიკურად სანდო და გამართული დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა, კონკრეტული კვლევით პროექტისთვის შერჩევის ფორმირება და კვლევის შედეგების სიზუსტის უზრუნველყოფაა.
ირაკლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი აქვს. ამჟამად, სათავეში უდგას შერჩევის მიმართულების განვითარების პროცესს და ამ მიმართულებით კომპანიაში კომპეტენციების გავრცელებას ახდენს.