„ცნობისმოყვარეობას მივყავართ დიდ აღმოჩენებამდე“
ნინი ქერქაძე ბიზნეს და მარკეტინგული კვლევების უფროსი ანალიტიკოსია. მას როგორც ადგილობრივი, ისევე საერთაშორისო კვლევითი პროექტების მართვის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი პორტფელი მოიცავს FMCG, ბანკებისა და ფინანსების, დაზღვევის, სწრაფი კვების, უძრავი ქონების და საწვავის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს. ნინის მხარდაჭერა გაუწევია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის როგორც სამომხმარებლო, ასევე შიდა ორგანიზაციულ დონეზე ინსაიტების მოპოვების და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
ნინი აკადემიური განათლებით სოციოლოგიის მაგისტრია. ამ ეტაპზე ის აქტიურად აზიარებს მის გამოცდილებასა და ცოდნას როგორც აკადემიური საქმიანობის ფარგლებში (მოწვეული ლექტორი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU)) სტუდენტებისთვის, ასევე ეისითის გუნდის წევრებისთვის.