ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა.
ძირითადი ფოკუსი განვითარებად ქვეყნებზე გვაქვს, რადგან კარგად გვესმის მათი პრობლემები და ნათლად ვხედავთ იქ არსებულ უზარმაზარ პოტენციალს. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
ჩვენ გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ყველა ქვეყანა განვითარებული, ხოლო ცხოვრების ხარისხი თანაბრად მაღალია. გვჯერა განვითარებადი ქვეყნების პოტენციალის და სწორედ ამ პოტეცნიალის რეალიზაციის მხარდაჭერაში ვხედავთ ეისითის მთავარ როლს.
ჩვენი კლიენტები მომავლის ლიდერები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ საკუთარი თავი და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ: შექმნან უკეთესი პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც ადამიანების მნიშვნელოვან საჭიროებებს დააკმაყოფილებს; ებრძოლონ სიღარიბეს, უზრუნველყონ სოციალური თანასწორობა და თავისუფლება, მისცენ მათ უკეთესი არჩევანი.
ჩვენი მისია კლიენტებისთვის ამ სასიკეთო ცვლილებების ძალის - ცოდნის, იდეებისა და ინსპირაციის - მიცემაა.
ჩვენი ფასეულობები ყოველდღიური ორიენტირებია, რომელიც გვაძლევს მიმართულებას და ენერგიას საქმიანობაში, ჩვენი მისიის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
სიყვარული და მხარდაჭერა
გვჯერა, რომ სიყვარულსა და მხარდაჭერას ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს. კოლაბორაცია, პარტნიორობა, თანაშექმნა, ერთმანეთის პიროვნული თუ პროფესიული მხარდაჭერა - ჩვენი გუნდის სამუშაო პრინციპებია. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე, ერთმანეთი, ჩვენი კლიენტი და გარემო რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. სწორედ ეს გვაძლევს ენერგიას, რომ გავხდეთ ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების საუკეთესო მხარდამჭერები, და მივცეთ მათ სასიკეთო ცვლილებების ძალა.
შემოქმედებითობა
შემოქმედებითი მიდგომა საქმისადმი - საინტერესო იდეები, საკითხის ახალ ჭრილში დანახვა და ინოვაციური გადაწყვეტები - გვეხმარება ჩვენი მისიის საუკეთესოდ შესრულებაში. ჩვენი რწმენით, სამყარო სავსეა ნებისმიერი იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებითა და შესაძლებლობებით, ხოლო შემოქმედებითობა მათ დანახვასა და ათვისებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ კრეატულობა, ოპტიმიზმი და ხალისი, ჩვენს ყოველდღიურობად და სამუშაო პროცესის ნაწილად ვაქციეთ.
ეფექტიანობა
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი შრომა შედეგით ფასდება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ყველა ჩვენი ქმედება ეფექტიანი უნდა იყოს, ხოლო შრომა - ხელშესახები და სასარგებლო შედეგის მომტანი - კლიენტისთვის, საზოგადოებისთვის და ჩვენთვის. ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის - დავეხმაროთ კლიენტებსა და პარტნიორებს ყველაზე ეფექტიანი გზებით მაქსიმალური შედეგების შექმნასა და დიდი, სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში.
განვითარება
ჩვენი რწმენით, თუ არ არის პროგრესი, იწყება რეგრესი. სწორედ ამიტომ, არასდროს ვჩერდებით, მუდმივად ვანახლებთ ცოდნას და ვზრუნავთ ჩვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციების გამოყენებით, ასევე შეგვაქვს წვლილი ჩვენი კლიენტების და პარტნიორების - მომავლის ლიდერებისა და ორგანიზაციების - განვითარებასა და გაძლიერებაში.
ჩვენი აზრით მომავლის ლიდერებისა და ორგანიზაციების ყველაზე დიდი ძალა ცოდნაა. ამასთანავე, ეისითიში გვჯერა, რომ ცოდნა ცვლილებების ძალად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ იცი მისი გამოყენება. სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენს განსაკუთრებულ როლს - შეგვიძლია ცოდნა - მონაცემები, იდეები, კომპეტენციები - ორგანიზაციების ყველაზე მძლავრ იარაღად ვაქციოთ და ამით მივცეთ მათ პრაქტიკული ქმედებების ბიძგი და დიდი მიღწევებისთვის საჭირო ინსპირაცია.
ჩვენი სიძლიერე, რითიც ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ვემსახურებით, შემდეგია:
დღეს ეისითიში ოთხი ბიზნეს-მიმართულებაა და თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ფასეულობას ქმნის ჩვენი კლიენტებისთვის:
კვლევა
რომლის მთავარი ექსპერტიზაც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევებია და მიზნად ისახავს კლიენტისთვის ზუსტი მონაცემების, სამომხმარებლო ინსაიტებისა და საზოგადოებრივი აზრის მიწოდებას.
ბიზნეს-ანალიტიკა (BA)
რომელიც სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს მონაცემებზე დაფუძნებულ აღწერით, დიაგნოსტიკურ თუ საპროგნოზო ანალიტიკასა და ბიზნეს-ინსაიტებს.
მენეჯმენტ-კონსალტინგი
რომელიც ორგანიზაციებს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების მხარდაჭერას სთავაზობს. ეს მიმართულება კონცენტრირებულია მომავლის ლიდერებისა და ორგანიზაციების ტრანსფორმაციასა და გაძლიერებაზე.
დეველოპმენტ კონსალტინგი
რომელიც განვითარების პროექტებზე მუშაობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორებთან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და სოციალურ პარტნიორებთან. ამ თანამშრომლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებისა და მნიშვნელოვანი პოზიტიური სოციო-ეკონომიკური ზეგავლენების მხარდაჭერაა.