/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
ევროპიზაცია
ევროპიზაცია
რეგულაციური ზემოქმედების შეფასება arrow

ახალი რეგულაციების შემოღებამდე, მნიშვნელოვანია არსებული სტატუს ქვოს შესწავლა და ამ რეგულაციების შესაძლო ეფექტების შეფასება. ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროებზე ახალი სტანდარტებისა და წესების შესაძლო ზემოქმედების ფაქტებზე დაფუძნებული შეფასების განხორციელება და პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვის უზრუნველყოფა. ჩვენი პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი დახმარებას უწევს გადაწყვეტილების მიმღებთ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, პოპულარიზაცია გაუწიონ ახალ რეგულაციებს და მიაღწიონ სასურველ მიზნებს.

ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა arrow

ევროპიზაციის პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა სფეროში ქვეყნის სტანდარტებისა და ნორმების ჰარმონიზაცია ევროკავშირის რეგულაციებთან. ეისითი იმპაქტის გუნდი ყველა დაინტერესებულ მხარეს უწევს დახმარებას და ევროპული სტანდარტების ორგანოების სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცესში კვლევაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო სერვისს სთავაზობს. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს ჰარმონიზაციის გამჭვირვალე პროცესად ჩამოყალიბებაში ევრო რეგულაციების შესაბამისი ეროვნული სტანდარტების შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით.

ევროკავშირის კვლევები arrow

ევროპული გადაწყვეტილებების ზემოქმედების ქვეშ ბევრი სფერო ექცევა, მათ შორის პოლიტიკა, ეკონომიკა და სამართალი. ამგვარად, ევროპული ინსტიტუტების, სტანდარტებისა და ნორმების, სხვადასხვა სფეროსთვის რელევანტური პოლიტიკის დოკუმენტების ცოდნა მნიშვნელოვანია გააზრებისათვის ადგილობრივ დონეზე ფუნქციონირებად ინსტიტუტებსა და კერძო ან საჯარო სექტორებს შორის. ჩვენი გუნდი მომხმარებელს სთავაზობს დახმარებას საუკეთესო ევროპული პრაქტიკების შესწავლაში და მხარს უჭერს გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი ევროპული ინსტიტუტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების საფუძვლიან ცოდნაზე დაყრდნობით.

პროდუქტი
საინტერესო ინსაიტები
26.05.2021

ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ნათლად აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამასთან, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ადასტურებდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინსტიტუტებისადმი. მეტიც, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ქვეყანა ემზადება 2024 წლისათვის  გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. არსებობს მოლოდინი, რომ ეს დაპირება სწორედ ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციით გაკეთდა, რაც  ზრდის დადებითი შედეგის მოლოდინს.

ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ინიციატივიაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მათ ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს გააერთიანონ ძალისხმევა ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებისათვის, მეორე მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის ქმედით ინსტრუმენტს შეაფასოს ქვეყნების პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი პოლიტიკა.|

პარალელურად, ევროპული ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან პარტნიორობის წევრი ქვეყნების მოსახლეობას და მათ დამოკიდებულებას, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე თავად ამ ინსტიტუტების მიმართ. 2016 წლიდან ეისითი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკვირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ საზოგადოებრივ აზრს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა, რომლის შედეგებიც საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, როგორც მოსახლეობის განწყობებსა და პრეფერენციებზე, ისე ამ ექვს ქვეყანაში არსებულ განსხვავებულ სურათზე.

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ

2021 წლის მარტში ეისითის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის) უმრავლესობა, პოზიტიურადაა განწყობილი ევროკავშირისადმი და მეტიც, როგორც ირკვევა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, კეთილგანწყობა ყველაზე მაღალია საქართველოს მოსახლეობაში. საინტერესოა, რომ არც ნეიტრალურად განწყობილთა რაოდენობაა მცირე (35%), ნეგატიურად ამ ინსტიტუტს კი მხოლოდ 1% აფასებს.


წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის  უმრავლესობა (76%) ენდობა ევროკავშირის, მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არა ეს ინსტიტუტი


საინტერესოა, რომ კიდევ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს ეს ევროპული ინტიტუტი, თუმცა ფაქტია,  ნდობას მაინც უცხადებს მას. ამ თვალსაზრისითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაშია ყველაზე მაღალი.



წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უკვე მოისმინეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის შტაბბინებში. ასევე, უკვე დაგეგემილია, რომ 2024 წლის ჩათვლით, ეისითი და მისი საერთაშორისო პარტნიორები ყოველი წლის გაზაფხულზე მიაწვდიან ბრიუსელს ექვსივე ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს. საბოლოო ჯამში კი, რა შედეგებს დადებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.