/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
შრომის ბაზრის განვითარება
შრომის ბაზრის განვითარება
შრომის ბაზრის ანალიზი arrow

ეისითი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა შრომის ბაზრების სიღრმისეულ ანალიზს, რაც მოიცავს საბაზრო ტენდენციებისა და სამუშაო ძალის საჭიროებების გამოვლენას, რეკომენდაციების შემუშავებას და პირისპირ კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციების მმართველ გუნდთან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სამიზნე ორგანიზაციების მენეჯმენტთან ბაზრების არეალისა და ბაზრების კონკურენტების დასადგენად. ამასთან ერთად, სხვასხვა ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება საჭირო კომპეტენციების აღრიცხვასთან ერთად საკონსულტაციო პროცესის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკებს და მორგებულია ადგილობრივ კონტექსტზე, სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.

უნარების განვითარება arrow

ჩვენ გვჯერა, რომ უნარების განვითარება გადამწყვეტ როლს თამაშობს მარგინალიზაციის მინიმუმამდე დაყვანასა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაში, რასაც თავის მხრივ, წვლილი შეაქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სიღარიბის აღმოფხვრაში. ეისითი დახმარებას უწევს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს საკუთარ უნარებში ხარვეზების აღმოჩენაში და შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად სტრატეგიის შემუშავებაში, ვინაიდან ზუსტად რომ საჭირო უნარების განვითარება განსაზღვრავს ადამიანის უნარს, მიაღწიოს წარმატებას. გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზიურობა წამყვანი თემებია; ანალიზის დროს, ეისითი მრავალ ჭრილში აანალიზებს შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესებსა და ინტერვენციებს, ასევე კერძო სექტორის განვითარების მიმდინარე სტატუსს.

პროდუქტი