ბიზნეს-მოდელის უმნიშვნელოვანესი მდგენელი მისი ეკონომიკური მოდელია. არასწორი ბიზნეს-მოდელი ნიშნავს კომპანიის დაბალ ეფექტიანობას და ფინანსურ არამდგრადობას. იმ შემთხვევაში კი, თუ კომპანია მაინც ახერხებს იყოს მომგებიანი, ეს ხდება მნიშვნელოვანი ფასეულობების დათმობის ხარჯზე, როგორებიცაა: დაბალი ხარისხის პროდუქტი, გაღიზიანებული და გადაღლილი თანამშრომლები, რთული, დაულაგებელი ურთიერთობა მომწოდებლებთან, მაღალი საოპერაციო რისკები და შესაბამისად, გაზრდილი დანახარჯები, უკმაყოფილო და არალოიალური კლიენტი. ასეთი გამოწვევების წინაშე მყოფი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
როდესაც კომპანიას სწორად ესმის, ვინ არის მისი მომხმარებელი, რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს მის პროდუქტს და რა არის ამ პროდუქტის მიწოდების მთავარი არხები, რა ღირებულებას ქმნის მომხმარებლისთვის და რა არის მისი ეკონომიკური მოდელი - ის ეფექტურად ოპერირებს და მაქსიმალურ შედეგს აღწევს არსებული რესურსებით. ასეთი კომპანიებისთვის საჭიროების შემთხვევაში, ასევე მარტივია ბიზნეს მოდელის ტრანსფორმირება, რემოდელირება, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევებისთვის მისი მორგება.
სტარტაპ კომპანიებისთვის კი, სწორად შერჩეული ბიზნეს მოდელი შეიძლება იყოს იმის გარანტი, რომ მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტი მორგებული იქნება პოტენციური კლიენტების საჭიროებებს და ახალი ბაზრის ათვისების დროს, მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება კომპანიაში არსებული შესაძლებლობები. შესაბამისად, რესურსის სწორი გათვლა მოხდება.
რაც შეეხება დამკვიდრებულ, ძლიერ კომპანიებს, რომლებმაც კონკრეტული ბიზნეს მოდელით მიაღწიეს წარმატებას, მათ ხშირად უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ დროთა განმავლობაში, ამ ბიზნეს მოდელს გადახედვა და განახლება დასჭირდება. ხშირად, როდესაც ასეთი კომპანიები სტაგნაციის ეტაპზე გადადიან, არსებულ მდგომარეობას ვერ უკავშირებენ ბიზნეს მოდელში ცვლილების შეტანის საჭიროებას, და დროსა და რესურსებს არასწორად მიმართავენ პრობლემის მოსაგვარებლად. ხოლო წარმატებულმა კომპანიებმა იციან, რომ მათი ბიზნეს მოდელი არის ცოცხალი და ცვალებადი სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიხედება და ტრანსფორმირდება ბაზრის მოთხოვნების, მომხმარებელთა ქცევის, თუ ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების შესაბამისად.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ბიზნეს მოდელის ეფექტურობის შეფასებაში, ახალი ბიზნესის ფორმირებაში და ან არსებულის ტრანსფორმირებაში. ამ პროცესის დროს, ვითვალისწინებთ კომპანიის ფასეულობებსა და მიზნებს, მაქსიმალურად ვარგებთ მას კლიენტებისა და ზოგადად, ბაზრის საჭიროებებს, რათა ჯამში, ამ ყველაფერმა მათ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას მისცეს ბიძგი.
ბიზნეს მოდელის გამართვისას ჩვენი თანამშრომლობა კლიენტთან მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
შემდგომი ეტაპი დიაგნოსტირების დროს აღმოჩენილი ინსაითების საფუძველზე, კომპანიის არსებული ბიზნეს-მოდელის შეფასებაა. გადაწყვეტილებების ეფექტურობის მიზნით, ეისითის კონსულტანტები მართავენ ვორქშოფებს კლიენტი კომპანიის სტრატეგიულ ბიზნეს-დომეინებზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით.
ამავე ეტაპზე ხდება ბიზნეს-მოდელის ტრანსფორმაციის საჭიროებაზე გადაწყვეტილების მიღება და საჭირო ცვლილებების იდენტიფიკაცია.
ამ ეტაპზე ხდება ბიზნეს მოდელის ცალკეული კომპონენტების განახლება და გაუმჯობესება ან ბიზნეს მოდელის სრული ტრანსფორმაცია.
ბოლო ეტაპი ახალი ბიზნეს-მოდელის დანერგვა და იმპლემენტაციაა. ამ ეტაპზე ეისითი თავის კლიენტებს აძლიერებს შემდეგი მიმართულებით: