/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
კერძო სექტორის განვითარება
კერძო სექტორის განვითარება
მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარება arrow

მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების პროექტების მიზანია კომპანიების ინკლუზიური ზრდისა და წინსვლის ხელშეწყობა, ასევე იმ ძირითადი შემაფერხებელი მიზეზების მოგვარება, რომლებსაც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები აწყდებიან, ესენია ფინანსები, სამეწარმეო უნარები, კვალიფიციური მუშახელის ხელმისაწვდომობა და ბაზრის ზომა. ეისითი კომპანიებს ეხმარება სტრატეგიის, ბაზრის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავების გზით. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოყენებული ტექნიკები და მეთოდები მრავალფეროვანია, მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას.


ეისითი ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანი, უფრო რეგიონალურად ინტეგრირებული, მეტად მდგრადი, უფრო მოქნილი და უფრო ინოვაციური, ეს ყველაფერი კი მათ ეხმარებათ გახდნენ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებლები.

მეწარმეობის გაძლიერება და ეკონომიკური გაძლიერება arrow

ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელ პარტნიორებს ვაწვდით ადგილობრივი სამეწარმეო გარემოს გარეშე თვალით დანახულ პერსპექტივას. პოლიტიკის შემდგომი ცვლილებების გამოვლენა ხელს უწყობს მეწარმეობის გაძლიერებას, ამკვიდრებს ბიზნესის განვითარების საჭირო მომსახურებებს, აძლიერებს ფინანსურ საკითხებში გაცნობიერებულობის დონეს და მმართველობას და ახდენს ახალი პოლიტიკის რეკომენდაციების განხილვის სტიმულირებას. ეისითი დახმარებას უწევს ეკონომიკური გაძლიერების აჩქარებას ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფით, რაც განვითარებად ქვეყნებს საშუალებას აძლევს ინფორმაცია მიიღონ განვითარებული ქვეყნების სიახლეებისა და კარგი პრაქტიკების შესახებ.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა arrow

ეისითის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები პროექტებს დახმარებას უწევს საწყის ეტაპზე და აგროვებს ექპერტიზის მნიშვნელოვან ელემენტებს, რათა შეფასდეს არის თუ არა მოცემული პროექტი განხორციელებადი. პროექტისათვის რელევანტური ყველა ფაქტორის გათვალისწინება, როგორებიცაა ეკონომიკა, ტექნიკური და დაგეგმარების საკითხები, პროექტის მენეჯერებს საშუალებას აძლევს მანამდე გამოავლინონ პროექტის განხორციელების დადებითი და უარყოფითი მხარეები, სანამ მასში მნიშვნელოვან დროსა და ფინანსურ რესურსებს დახარჯავენ.

ბიზნესის მხარდამჭერი/ბიზნესის წევრობის ორგანიზაციების განვითარება arrow

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებსაც ბიზნესის წევრობის ორგანიზაციებსაც უწოდებენ, შესაძლოა გახდნენ განვითარებად ქვეყნებში უკეთესი საინვესტიციო კლიმატის ხელშემყობი პლატფორმა, შეუძლიათ ითამაშონ შუამავლის როლი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის და შეუძლიათ გახდნენ კერძო სექტორისა და ძირითად შემთხვევებში, მცირე და საშუალო საწარმოების ძლიერი და ავტორიტეტული წარმომადგენლობა. თუმცა, ბევრ შემთხვევაში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები განცალკავებით მდგომ და განუვითარებელ სექტორებს წარმოადგენენ, რომლებსაც ჯერ არ მოუპოვებიათ სტაბილურობა და დონორების დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი. ეისითი ეხმარება ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების განვითარებას ფინანსური სტაბილურობის მიღწევის, პროდუქტის განვითარების გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რაც, საერთო ჯამში ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას უწყობს ხელს.

სტარტაპების მხარდაჭერა arrow

ეისითი მუშაობს სტარტაპებთან და ეხმარება მათ გადარჩნენ კონკურენტუნარიან გარემოში მათთვის ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევების ჩატარებითა და კვლევაზე დაფუძნებული კონსულტაციების გაწევით. ეისითი მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა განვითარების თითოეულ ეტაპზე ზრდაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების გამოვლენა, სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების შეფასება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება.

საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის გაძლიერება arrow

კერძო დიალოგი ის ინსტრუმენტია, რომელსაც მთავრობები, ბიზნესები, სამოქალაქო საზოგადოება და დონორები იყენებენ კერძო სექტორის განვითარებისა და ღია მმართველობის პოპულარიზაციის გზით. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ახალი არ არის, იგი კერძო სექტორის პოპულარიზაციისა და რეფორმის პროცესებში ინტეგრირების მძლავრ იარაღად რჩება. პოლიტიკის რეფორმების შემუშავება, ბიზნეს კლიმატის უკეთ გამოვლენის პოპულარიზაცია, ასევე გამჭვირვალობა და კარგი მმართველობა კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორების უპირატესობათა შორისაა.ეისითი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის განვითარებას მრავალი ფორმით უჭერს მხარს, აყალიბებს ძლიერ კავშირებს პროგრესულად მოაზროვნე მთავრობებს, მეწარმეებსა და ისეთ მესამე მხარეებს შორის, როგორებიცაა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ადგილობრივ, ქვეყნის ან საერთაშორისო დონეზე. უმეტეს შემთხვევებში, ამგვარი პლატფორმების ფასილიტაცია უზრუნველყოფს ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტურად რეაგირებას, ასევე ქვეყანაში ბაზრის განვითარებას.

ახალი ბაზრის განვითარება arrow

ეისითი მუშაობს ახალი ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებზე. ამ კუთხით, კერძო სექტორისათვის ახალი ბაზრის მიმართულებების გამოვლენა და განვითარება კონცეპტუალურად გადაფარავს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს. პირველ რიგში, ეს პროდუქტი მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და შეფასებას.


კერძო სექტორისა და დონორების ეფექტურობისა და მოსალოდნელი ზემოქმედების გაზრდა, მიღებული გაკვეთილების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება იმ ძირითად მომსახურებებში შედის, რომელთაც ამ მიმართულებით ვთავაზობთ მომხმარებელს.

ორგანიზაციული განვითარება arrow

ეისითი ხელს უწყობს ორგანიზაციულ განვითარებას სისტემური მიდგომის ჩამოყალიბების ზრდით, რათა გავიგოთ და ვიმუშავოთ ორგანიზაციულ სტრუქტურებზე, პოლიტიკებზე და პროცედურებზე, ასევე ადამიანურ ფაქტორებზე, როგორებიცაა კულტურა, მორალი და ლიდერობა. ჩვენ ორგანიზაციულ განვითარებას აღვიქვამთ, როგორც დაგეგმილ და მართულ პროცესს, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესება; ნებისმიერი საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს და ცვლის კავშირებს ორგანიზაციის ხსენებულ მხარეებს შორის, ამგვარი პროექტების ნაწილს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი მცდელობებია: სამუშაო ძალის განვითარება და კოლაბორაციულად მუშაობა კომპლექსური სისტემების გასამარტივებლად, რათა მიღწეული იქნას მოცემული ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნები.

საერთაშორისო და შიდა ვაჭრობა arrow

საერთაშორისო და შიდა ვაჭრობაში პროექტების დახმარების მიზნით, ჩვენ ვთავაზობთ გარე პერსპექტივას. გლობალიზაციასთან ერთად, ვაჭრობა ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი გახდა. ეისითი ხელს უწყობს საერთაშორისო და შიდა ვაჭრობის განვითარებას ინკლიზიურობის ხელშეწყობით, ვაჭრობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების და ამ კომპანიაზე ზემოქმედების მქონე პოლიტიკის პრობლემების აღმოფხვრით. ჩვენ ვადგენთ სხვადასხვა ანალიტიკურ დოკუმენტს და ორგანიზებას ვუწევთ პროექტებს ვაჭრობის თაობაზე, ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ ღირებულ რეკომენდაციებსა და რჩევებს.

პროდუქტი
საინტერესო ინსაიტები
26.05.2021

ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ნათლად აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამასთან, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ადასტურებდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინსტიტუტებისადმი. მეტიც, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ქვეყანა ემზადება 2024 წლისათვის  გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. არსებობს მოლოდინი, რომ ეს დაპირება სწორედ ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციით გაკეთდა, რაც  ზრდის დადებითი შედეგის მოლოდინს.

ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ინიციატივიაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მათ ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს გააერთიანონ ძალისხმევა ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებისათვის, მეორე მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის ქმედით ინსტრუმენტს შეაფასოს ქვეყნების პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი პოლიტიკა.|

პარალელურად, ევროპული ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან პარტნიორობის წევრი ქვეყნების მოსახლეობას და მათ დამოკიდებულებას, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე თავად ამ ინსტიტუტების მიმართ. 2016 წლიდან ეისითი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკვირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ საზოგადოებრივ აზრს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა, რომლის შედეგებიც საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, როგორც მოსახლეობის განწყობებსა და პრეფერენციებზე, ისე ამ ექვს ქვეყანაში არსებულ განსხვავებულ სურათზე.

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ

2021 წლის მარტში ეისითის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის) უმრავლესობა, პოზიტიურადაა განწყობილი ევროკავშირისადმი და მეტიც, როგორც ირკვევა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, კეთილგანწყობა ყველაზე მაღალია საქართველოს მოსახლეობაში. საინტერესოა, რომ არც ნეიტრალურად განწყობილთა რაოდენობაა მცირე (35%), ნეგატიურად ამ ინსტიტუტს კი მხოლოდ 1% აფასებს.


წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის  უმრავლესობა (76%) ენდობა ევროკავშირის, მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არა ეს ინსტიტუტი


საინტერესოა, რომ კიდევ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს ეს ევროპული ინტიტუტი, თუმცა ფაქტია,  ნდობას მაინც უცხადებს მას. ამ თვალსაზრისითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაშია ყველაზე მაღალი.



წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უკვე მოისმინეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის შტაბბინებში. ასევე, უკვე დაგეგემილია, რომ 2024 წლის ჩათვლით, ეისითი და მისი საერთაშორისო პარტნიორები ყოველი წლის გაზაფხულზე მიაწვდიან ბრიუსელს ექვსივე ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს. საბოლოო ჯამში კი, რა შედეგებს დადებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

10.05.2021

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ციფრული ტრანსფორმაციის ტემპები ერთი-ორად დააჩქარა და ბიზნესებს, დისტანციური მუშაობის დანერგვისა და ელექტრონული კომერციის განვითარების „დღის წესრიგში“ შეტანა აიძულა. არც ბაზრის მეორე მხარე, მომხმარებლები დარჩენილან ციფრული ზეგავლენის გარეშე. მათთვის ელექტრონული ვაჭრობა ფიზიკურის ჩამნაცვლებლად ან შემავსებლად მოგვევლინა და სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცვლილებები მათ ქცევაში უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება. თუმცა, საინტერესოა ამ პროცესების უკანა მხარე – შეძლო თუ არა ყველა ბიზნესმა დროულად და თანაბრად ეპასუხა ციფრული გამოწვევებისთვის, როგორია საერთაშორისო სტატისტიკა და ხედვა, მისცა თუ არა საცალო ვაჭრობის პანდემიურმა ლანდშაფტმა ბიზნესებს დრო და რესურსები ადაპტაციისთვის?


საერთაშორისო ტენდენციები – არიან თუ არა ბიზნესები მზად გაციფრულებისთვის?

უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის ქცევის ცვლილება და მათი მზაობა ელექტრონული კომერციის პროცესებში ჩასართავად, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ერთ-ერთ ძირითადი ფოკუსი გახდა. მაგალითად, გაერთიანებული ერების კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (შემდგომში, UNICTAD) ყოველწლიურად ზომავს B2C ელექტრონული კომერციის ინდექსს, რომელიც ინდივიდების მიერ ინტერნეტის მოხმარების დონეებს, დაცული ინტერნეტ სერვერების წილსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების ფლობის მონაცემებს აერთიანებს. ანალოგიურად, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირი (ITU) გვთავაზობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსს[1], რომლის ორიენტირიც ასევე მომხმარებლის მიერ აქტიურ ონლაინ ვაჭრობასა და ამ პროცესში გამოყენებული არხებისკენაა მიმართული. ამავე სიაშია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (შემდგომში, OECD) სტატისტიკაც.


OECD-ის 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული ელ.კომერციის ანგარიშს „ელექტრონული კომერცია კოვიდ-19-ის პერიოდში“ თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ონლაინ ვაჭრობა ძალიან სწრაფად კრეფს განვითარების ტემპს. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ელ.ფოსტითა და ინტერნეტით საცალო გაყიდვები (შეკვეთები) 2020 წლის აპრილში 30%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იგივე  ტენდენციები იკვეთება აშშ-შიც, სადაც ელ.კომერციაში 14%-16%-იანი ზრდა ფიქსირდება (იხ. დიაგრამა 1). ანგარიშში ასევე ხაზგასმულია 2020 წლის პირველ ნახევარში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-ოკეანეთის რეგიონებში ელ.ვაჭრობის ლანდშაფტის დინამიზმის განვითარება.


[1] The ICT Development Index (IDI)



წყარო: OECD, ელ.ვაჭრობა COVID-19-ის პერიოდში, 2020, ოქტომბერი. გამოთვლები ეფუძვნება EUROSTAT-ის სტატისტიკას.


ძალზედ საინტერესო სურათი გამოჩნდა  UNICTAD-ის 2020 წლის ზაფხულის ანგარიშში „კოვიდ-19 და ელექტრონული ვაჭრობა“, რომელიც 23 ნაკლებად განვითარებული ქვეყნიდან 257 კომპანიის გამოცდილებას აერთიანებდა[1]. რამდენიმე გამოკვეთილი ტენდენცია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას:


  • სრულიად ციფრული ბიზნეს მოდელები (გამოკითხული მესამე მხარის ონლაინ ბაზრების/third party online marketplaces 60%) უფრო გამძლე აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, ვიდრე ელ.ვაჭრობის კომპანიები, რომლებიც შედარებით მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევებისთვის.

  • სოციალური მედიის გამოყენება და ვებ-საიტების რაოდენობის ზრდა აშკარაა ფოკუს ქვეყნებში. გაყიდვის აღნიშნულმა არხებმა სწრაფი ზრდა პანდემიური კრიზისის დაფიქსირების პერიოდიდან დაიწყეს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური Facebook პლატფორმა აღმოჩნდა.

  • პანდემიამ გააძლიერა ელ. ვაჭრობის ეკოსისტემაში ადრე არსებული დაბრკოლებები. მომარაგების ჯაჭვებისა და ლოჯისტიკური პროცესების დარღვევა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის არ არსებობა, რესპონდენტების 60%-ზე მეტისთვის ძირითადი გამოწვევა აღმოჩნდა.

  • რესპონდენტების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ელ.კომერციის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიის გაუმჯობესება, ყველაზე პრიორიტეტული რამ არის, რაზეც აქტიური მუშაობა უნდა მიდიოდეს.

  • პანდემიურმა გამოწვევებმა გავლენა იქონია კომპანიების ICT მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზეც. შესაბამისად, კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მთავრობების მიერ შემოთავაზებულ მხარდამჭერ პროგრამებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეროვნული ელ.კომერციის სტრატეგიის განახლება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზებაა.


[1] აღნიშნული ქვეყნები უმეტესად აფრიკისა და აზია – წყნარი ოკეანეთის რეგიონებს მოიცავდა.

წყარო: UNICTAD, კოვიდ-19 და მისი გავლენა ბიზნესების ელ. კომერციაზე, 2020



ეისითის როლი – გამოცდილება კიდევ უფრო ფართო გეოგრაფიული არეალიდან

2020 წლის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ეისითის საშუალება მისცა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არაერთ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (EBRD, მსოფლიო ბანკი, UNDP, USAID) წვლილი შეეტანა გლობალურად, ბიზნეს სექტორის მდგრადობის გაზრდაში და მათზე პანდემიური გავლენის არხების იდენტიფიცირებაში. ამ პროექტებმა საშუალება მოგვცა,  ჩვენც გამოგვეკვლია ელექტრონული ვაჭრობის განვითარების საკითხები ფოკუს რეგიონებში (კავკასია, დასავლეთ ბალკანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი) და შეგვესწავლა პანდემიის გავლენა ბიზნესებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ფოკუს რეგიონების ბიზნესები სხვადასხვა ხარისხით აღმოჩნდნენ მზად გაციფრულებისთვის  (დიაგრამა 3). თუმცა, ამ განსხვავებული შედეგებისდა მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის საერთო განწყობა, რაც გამოკითხულ რესპოდენტებში გამოიკვეთა – მცირე და საშუალო ბიზნესებს აქვთ სურვილი ელექტრონულ ვაჭრობაში ჩასართავად, თუმცა ყოყმანობენ, ინფორმაციისა და ციფრული ინსტრუმენტების ნაკლებობის, ანდა მათი საერთოდ არ არსებობის გამო.


წყარო: ACT კვლევა, კავკასიაში გამოკითხული 345 SME, დასავლეთ ბანკანეთის რეგიონში გამოკითხული 827 SME


ჩვენს გუნდს საშუალება მიეცა EBRD-ის პროექტის „ Covid-19-ის გავლენის მცირე და საშუალო ბიზნესებზე“ ფარგლებში, დამატებით დაეფარა ცენტრალური აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (SEMED) ქვეყნებში ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევები პანდემიის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, რესპონდენტ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს ერთ-ერთ ნაწილში ვეკითხებოდით კომპანიის გაყიდვების რა პროცენტული ნაწილი გადაერთო ონლაინ პლატფორმებზე, პანდემიის დაწყების შემდეგ. მთლიანი სურათი აქაც ძალიან საინტერესოა, ჩამოთვლილი რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობისთვის გაყიდვები საერთოდ არ გადასულა ონლაინ ვაჭრობაზე, ხოლო სრულად გაციფრულება რესპონდენტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო.  ყველაზე მეტად ამ გარდაქმნებისთვის მომზადებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესები აღმოჩნდნენ (დიაგრამა 4), რისი მიზეზიც,  შესაძლოა ამ რეგიონში არსებული ისედაც კარგად განვითარებული ლოგისტიკური სერვისები და ორგანიზებულობა, ასევე ელ. ვაჭრობის მიმართულებით არსებული გამოცდილება იყო.


წყარო: ACT კვლევა, SEMED გამოკითხული 570 SME, ცენტრალური აზიის რეგიონში გამოკითხული 598 SME, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამოკითხული 184 SME



დაუგეგმავი ცვლილებები გრძელვადიანი შედეგებით

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ, ციფრული განვითარება გარდაუვალ რეალობად იქცა. პასუხების ძიებისას ნათლად დავინახეთ, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი გზა, სინამდვილეში საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომლის გასავლელადაც,  მხოლოდ „გაციფრულების სურვილი“ საკმარისი არ არის. ბიზნესებს ერთიანად მოუწიათ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რაც ისედაც, სისტემურად სდევდა ახალ პლატფორმაზე გადასვლის პროცესს: ამ მიმართულებით გამოცდილების არ არსებობა, ინფრასტრუქტურისა თუ რესურსების ნაკლებობა. მართალია, ბიზნესების მხარდაჭერა დღეს ყველა ქვეყნის მთავრობის მთავარი თავის ტკივილია, თუმცა, სხვადასხვა კვლევებში მონაწილე ბიზნესების უმეტესობა (მათი 50%-ზე მეტი) ერთხმად აღიარებს, რომ სამწუხაროდ, მათი ქვეყნების მთავრობები პრიორიტეტული სექტორების განვითარებაზე მუშაობისას, ამ ნაწილს უკანა პლანზე ტოვებენ და ონლაინ ვაჭრობა, მოუგვარებელ საკითხად რჩება.

არადა ფაქტია, გაციფრულება ჩვენს ცხოვრებაში დროებით არ შემოჭრილა. ეს უფრო დაუგეგმავი ცვლილებებია, რომელსაც დროში გაწელილი, გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება.