/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
ინოვაციის  სტიმულირება
ინოვაციის სტიმულირება

ინოვაცია არ ინერგება უბრალოდ ცვლილებისთვის, ის ინერგება გაუმჯობესებისთვის. ბიზნესის სექტორში განუწყვეტელი სწრაფვა უკეთესი, უფრო ეფექტური გზების მოსაპოვებლად ერთგვარ მოჯადოებულ წრეს ემსგავსება: კომპანიებს ბაზრის ეკოსისტემის სწრაფად განვითარება უბიძგებს ახლებურად აწარმოონ პროცესები, შექმნან ახალი ან გააუმჯობესონ არსებული პროდუქტები და ასევე ბიზნეს მოდელის ცვლილების ხარჯზე მიაღწიონ უფრო მაღალ ეფექტიანობას. თითქოს გუშინ დაინერგა კომპანიაში სიახლე, და დღეს უკვე მისი ცვლილება ან განახლება დგას დღის წესრიგში. ცვლილებების ასეთი მაღალი ტემპი კომპანიების უმრავლესობას მტკივნეულად გადააქვს. ჩვენი გამოცდილებით „მოჯადოებულ წრეს“ ის კომპანიები აღწევენ თავს, რომლებიც ინოვაციას განიხილავენ, როგორც უწყვეტ პროცესს, რომელიც გათავისებულია კომპანიის ხედვაში, აისახება კულტურაში და გამოიხატება ქცევაში.


განვითარებისკენ სწრაფვისა და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობა ჩვენსავე რეალობაში დავინახეთ და სწორედ ეს დაგვეხმარა გამოწვევები, განვითარების სტიმულად გვექცია. გამოვლილმა გზამ, გადალახულმა წინაღობებმა დიდი გამოცდილება შეგვძინა - ჩვენ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა შეგვექმნა ის ორგანიზაციული კულტურა, სისტემები და პროცესები, რომელიც კომპანიაში ექსპერიმენტულ და შემოქმედებით აზროვნებას, და ინოვაციის უწყვეტ პროცესს წაახალისებდა. გვსურს, ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ, შთავაგონოთ და იდეების გენერირებაში დავეხმაროთ, რათა გავაძლიეროთ და ვუბიძგოთ მათ - შეცვალონ თავიანთი გარემო უკეთესობისკენ.


ინოვაციური იდეები და მიდგომები იბადება არსებული გამოწვევებისა და გარემოებების განსხვავებული ჭრილიდან დანახვით. როგორც წესი, კომპანიებისთვის ინოვაციის საჭიროება დგება ორ შემთხვევაში:


  • არსებული პრობლემის გადაჭრისას და 
  • ახალი შესაძლებლობის მაქსიმალური ათვისებისას.


მხოლოდ სურვილი, აწარმოო ბიზნეს საქმიანობა ინოვაციის დახმარებით და დანერგო ინოვაცია საკუთარ კომპანიაში, საკმარისი არ არის. ჩვენი ღრმა რწმენით, ინოვაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მაინდსეტის ცვლილება წარმოადგენს (გონებრივი მზაობის მობილიზება წარმოადგენს). არსებითია, რომ ინოვაციის წახალისება კომპანიის ყოველი რგოლის პრიორიტეტი უნდა იყოს და , სწორედ ეს შეუწყობს ხელს კომპანიას ორგანიზაციულ კულტურაში ნოვატორული იდეების გენერირებასა და განვითარების ეფექტური გზების ძიებაში.


როდესაც ინოვაცია ხდება კომპანიის ხედვისა და ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილი, უმნიშვნელოვანესია მისი სწორად აღსრულების პროცესი. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ინოვაცია, რომლის დანერგვასაც კომპანია ცდილობს, უნდა აისახოს ბიზნეს სტრატეგიაში არა მხოლოდ ფურცლებზე, არამედ შესაბამისი ქმედებითაც: გამოიყოს ბიუჯეტი, მობილიზდეს ადამიანური რესურსი, შეიქმნას შესაბამისი პლატფორმები, სისტემები და პროცესები, განხორციელდეს ინოვაციის აღსრულების მართვა და და შედეგების მონიტორინგი.


ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ოთხი მიმართულებით დანერგონ ინოვაციები, მათ შორის:

პროდუქტის ინოვაცია arrow

გულისხმობს სრულიად ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნას ან უკვე არსებულის მახასიათებლების გაუმჯობესებას. ამის საფუძველეზე შესაძლებელია უფრო ფასეული პროდუქტის შექმნა, ხარისხის გაუმჯობესება, პროდუქტის ოპტიმიზაცია, კომპანიის ეფექტიანობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა.


ჩვენი მიდგომა გულისხმობს პროდუქტის გაუმჯობესებას ანალიტიკური სამუშაოებისა და კლიენტთან თანამშრომლობის გზით:


  • კომპანიის მომხმარებლების შესწავლისა და კვლევის საფუძველზე ვახდენთ არსებული პროდუქტის ანალიზს, რაც სამომხმარებლო ინსაითების გენერირებას გულისხმობს. ინსაითებზე დაყრდნობით ვეხმარებით კომპანიებს თავიანთი პროდუქტის მოდიფიცირებასა თუ ახალი პროდუქტის შექმნაში.
  • ეჯაილური პრინციპით მუშაობა - პროდუქტის მოდიფიკაციის და შექმნის ორგანიზება სქრამ თიმების მეშვეობით. პროდუქტის შექმნისთვის მნიშვნელოვანი ყველა ორგანიზაციული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობის უზრუნველყოფა პროდუქტის შექმნასა და დანერგვაში.
პროცესების ინოვაცია arrow

პროცესის ინოვაცია მოიცავს პროდუქტის ან მომსახურების წარმოებისა და მიწოდების მეთოდის გაუმჯობესებას ან ახალი მეთოდის დანერგვას. ამან თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს საწარმოო პროცესების, გამოყენებული სისტემების, სტრუქტურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება ან ცვლილება. პროცესების ინოვაციით შესაძლებელია კლიენტების კმაყოფილების ზრდასთან ერთად თანამშრომლების ოპერატიულობისა და კმაყოფილების ზრდაც, გარდა ამისა დროის მოგება და ხარჯების შემცირება. ჩვენი გუნდი კომპლექსური მიდგომის გამოყენებით კომპანიებს ეხმარება პროცესების გამარტივებასა და ეფექტიანობის მაღალი დონის მიღწევაში, რაც აისახება აღქმად, ხელშესახებ და გაზომვად შედეგებში.


ჩვენი მიდგომა გულისხმობს:

  • არსებული პროცესების აუდიტს, რაც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ პროცესი ძირეულად და გამოვავლინოთ ცვლილებების საჭიროება. აუდიტის პროცესი უზრუნველყოფს არაეფექტური წერტილების გამოვლენას და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას.
  • ეჯაილური პრინციპით მუშაობა - პროცესის მოდიფიკაციისა და ახალი პროცესის დანერგვის ორგანიზება სქრამ თიმების მეშვეობით.
ბიზნეს მოდელის ინოვაცია arrow

ბიზნეს მოდელის ინოვაციისკენ კომპანიას შესაძლოა მისი ბიზნეს ხედვისა ანდა გარე ფაქტორების ცვლილებამ უბიძგოს, რაც განაპირობებს არა ინკრემენტული ცვლილებების დანერგვას, არამედ ჰოლისტიკურ ტრანსფორმაციას ორგანიზაციის მასშტაბით. ბიზნეს მოდელის განახლებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქმიანობის სრულ ციკლზე. იგი მოიცავს უკვე არსებული ბიზნეს მოდელის მოდიფიცირებასა და დახვეწას, ან ახალი ბიზნეს მოდელის შექმნას, რომელიც კომპლექსურად მოერგება კომპანიის უნიკალურობასა და ინდუსტრიის თავისებურებებს.


ბიზნეს მოდელის ინოვაციას ჩვენ ჰოლისტიკურად ვუდგებით, რომლის ფარგლებშიც ყველა რელევანტური რგოლი ჩართულია თანაშექმნისა და მოდიფიკაციის პროცესში.

ინოვაციური კულტურის ფორმირება arrow

ინოვაციური კულტურა მოიცავს შიდა ორგანიზაციულ გარემოს, რომელიც მხარს უჭერს შემოქმედებითი აზროვნების, ექსპერიმენტული მიდგომების და ასევე კომპანიის ძირითად ღირებულებებში ინოვაციურობისკენ სწრაფვის წახალისებას. სიახლისკენ სწრაფვის უნარი გამომდინარეობს თანამშრომლების დამოკიდებულებიდან და შესაძლებლობებიდან, აქედან გამომდინარე ინოვაციური კულტურის ფორმირება ერთგვარი მასტიმულირებელია ფაქტორია მათთვის. თანამშრომლების უნარი, შესაძლებლობა და მზაობა იყვნენ ინოვაციურები ფუნდამენტური ფაქტორია კომპანიისთვის, რათა გრძელვადიან პერიოდში ინოვაცია იქცეს ორგანიზაციის, როგორც ერთი ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად.


ორგანიზაციაში ინოვაციური კულტურის ფორმირებისთვის ჩვენს კლიენტებს მხარდაჭერას ვაძლევთ შემდეგ პროცესებში:


  • არსებული ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და ინოვაციის ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიკაცია (შემზღუდავი რწმენები, მიდგომები, პროცესები, სხვ.)
  • ინოვაციის მხარდამჭერ ფასეულობათა სისტემის შემუშავება და დანერგვა
  • ინოვაციის / განვითარების რესურსების დაგეგმვა / ბიუჯეტირება
  • სპეციალური პლატფორმებისა და სისტემების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციების უწყვეტ პროცესს.

ჩვენი მიდგომა გულისხმობს, როგორც კონკრეტული ამოცანის გადაჭრაზე ფოკუსს, იქნება ეს პროდუქტის, პროცესის თუ ბიზნეს-მოდელის განახლება / შექმნა, ისე ინოვაციის, როგორც უწყვეტი პროცესის დანერგვას ორგანიზაციაში. რადგან გვჯერა, რომ ერთადერთი კონსტანტა, რაც არსებობს - ეს მუდმივი ცვლილებაა! რომ მხოლოდ ის კომპანიები გადარჩებიან და გაიზრდებიან, რომელიც ამ ცვლილებების ეფექტურ მართვასა და მის სასიკეთოთ გარდაქმნას შეძლებენ.

პროდუქტი