კლიმატის ცვლილებამ და რესურსების გადახარჯვამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივი რესურსების სიმრავლეს მთელ რიგ ქვეყნებში. შემაშფოთებელია, რომ ბევრი ლანდშაფტური სისტემისა და მათი რესურების მდგრადობა და რეგენერაციული ძალა შეზღუდულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ეფექტურად მართონ საკუთარი ბუნებრივი რესურსები ბუნებრივი კატასტროფების შესამცირებლად და ეკოსისტემების შესანარჩუნებლად, რაც ადამიანების ცხოვრების უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას პოლიტიკის დოკუმენტების, სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური სქემების შემუშავებასა და განხორციელებაში, რომელთა მიზანია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და მათზე ხელმისაწვდომობა, ასევე უნიკალური ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა. ჩვენი კვლევები და გაწეული კონსტულაციები ტყის მართვის, წყლის, ენერგიის, მიწის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებისა და მწვანე გადაწყვეტილებების სფეროებში, სხვა ასპექტებთან ერთად, დახმარებას უწევს მთავრობას მდგრადი ურბანული განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევის პროცესში.
ჩვენ ვაფასებთ კატასტროფების რისკის შემცირების/კატასტროფების რისკის მართვის მოქმედებების ეფექტურობას და დახმარებას ვუწევთ დონორებს/მთავრობას მაღალი საფრთხის შემცველ ტერიტორებზე მცხოვრებ ადგილობრივი მოსახლეობის გაძლირებაში კატასტროფებისათვის უკეთ მოსამზადებლად, კატასტროფების აღმოსაფხვრელად და მათზე რეაგირების მოსახდენად. ჩვენ საკუთარი წვლილი შეგვაქვს კატასტროფების რისკის მართვის სისტემების შემუშავებასა და გაძლიერებაში და ვუზრუნველყოფთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ასახვას ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებში.
მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი ხელს უწყობს ინფორმირებული და შესაბამისი უნარების მქონე თემების ჩამოყალიბებას და ისინი უკეთ მომზადებულნი არიან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით.
მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან და ურბანიზაციასთან ერთად, ნარჩენების გენერირების ზრდა მრავალ ქვეყანაშია მოსალოდნელი. ამ ქვეყნებს შორის კი ნარჩენების არასტაბილური მართვის შედეგად ყველაზე მეტად განვითარებადი ქვეყნები ზარალდებიან, შედეგად სახეზე ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე გლობალური კლიმატური ცვლილებების დაჩქარება. ნარჩენების ეფექტურად მართვა სიცოცხლისუნარიანი და საცხოვრებლად შესაბამისი ქალაქების შენებისა და მდგრადი ურბანული განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
დონორების მეშვეობით, ეისითი დახმარებას უწევს მთავრობას რეგულაციური და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაში, საერთაშორისოდ აღიარებული ნარჩენების მართვის სისტემებისა და ნარჩენების განთავსების პრაქტიკების ჩამოყალიბებაში. ჩვენს მიერ შეთავაზებული კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურებები იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ნარჩენების გატანის, დახარისხების, ტრანსპორტაციის, აღდგენისა და განთავსების პრაქტიკების მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებას. გაუმჯობესებული პრაქტიკა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნიადაგის, ზედაპირული და გრუნტის წყლებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის, ასევე გენდერული თანასწორობის მიღწევა ჩვენი ინტერვენციის ფუნდამენტური პრინციპებია. შესაბამისად, ამ თემებს დონორი ორგანიზაციების/სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში წამყვანი ადგილი უჭირავს.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ იმ კერძო და საჯარო მოთამაშეებს, რომლებიც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სამთო მოპოვებისა და სხვა მსგავს მრეწველობებში მოღვაწეობენ იმგვარი ინტერვენციების შესამუშავებლად და განსახორციელებლად, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავთ ზემოქმედება ადგილობრივ თემებზე და შეესაბამება გარემოსდაცვით, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ეს უზრუნველყოფს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნეგატიური გარემოსდაცვითი, გენდერული და/ან სოციალური რისკების და მძიმე ზემოქმედების თავიდან აცილებას, მინიმუმამდე დაყვანას, შემსუბუქებას და/ან მართვას ინტერვენციის პირობებში.