ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა, ეფექტური და მრავალმხრივ განვითარებული მენეჯმენტ გუნდია. მართალია, ჩვენი კლიენტ-ორგანიზაციები საკმაოდ წარმატებული კომპანიებია, თუმცა ყველა გუნდის ისტორიაში დგება ის მომენტი, როდესაც მას გარე ექსპერტიზა და ახალი ხედვა სჭირდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველწლიური სტრატეგიული დაგეგმვის ანდა მნიშვნელოვანი ცვლილების დროს. ასეთ შემთხვევებში, ეისითის წამყვან კონსულტანტებს კლიენტების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეუძლიათ, რაშიც მათ ეხმარებათ:
ACT-ის მენეჯმენტ კონსალტინგის გუნდმა შეიმუშავა სერვისები, რომელიც გულისხმობს კლიენტი ორგანიზაციის მენეჯმენტის მხარდაჭერას შემდეგი სამი მიმართულებით:
ჩვენი კონსულტანტები ქოუჩინგური ინსტრუმენტებითა და თავიანთი ბიზნეს-ექსპერტიზით კლიენტებს მხარდაჭერას სთავაზობენ რთული გადაწყვეტილების მიღებისას (იქნება ეს გუნდური თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები). ასევე კონკეტული მიმართულების არჩევის შემდეგ, ჩვენი კონსულტანტი ეხმარება კლიენტს სამოქმედო გეგმის გაწერისას პოტენციური რისკებისა და საჭირო რესურსების შეფასებაში.
პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეფექტიანი გადაწყვეტილებებისა და წარმატებული შედეგების მომტანი ხდება ზუსტად ისეთი კოლაბორაცია, როდესაც პროცესში ორივე მხარეა ჩართული: ერთის მხრივ - კომპანიის გამოცდილი მენეჯმენტ-გუნდი, რომელმაც კარგად იცის კომპანია და მისი შიდა დინებები და მეორეს მხრივ - გარე კონსულტანტი, ექსპერტი, რომელსაც მიუკერძოებელი, სრულიად ახლებური ხედვა აქვს.