/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
სექტორული ანალიზი და სექტორული განვითარების გაძლიერება arrow

კერძო სექტორის მხარდაჭერა და უფრო ზოგადად, ბიზნეს სექტორის განვითარება იმ პროექტების ძირითად თემებს წარმოადგენს, რომლებზეც ჩვენი გუნდი მუშაობს. სექტორული ანალიზისა და სექტორულ დონეზე ჩამოყალიბებული მიდგომების საფუძველი არის დახმარების უფრო კონცენტრირებული ფორმები კერძო სექტორისათვის კონკრეტულად, ვინაიდან მთლიანად სექტორისათვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. ადაპტაციის იარაღები და მეთოდები, ბუნებრივია, განსხვავდება სექტორების მიხედვით, მაშინ როცა ფრაგმენტაცია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უფრო ეფექტური გადაწყვეტის გზები და უკეთ დავძლიოთ სექტორისათვის სპეციფიური დაბრკოლებები.

ბაზრის ანალიზი arrow

ეისითი ბაზრის განვითარების პროექტებზეც მუშაობს. რაოდენობრივი და თვისებრივი შეფასება საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ბაზრების დინამიკის საფუძვლიანად შესწავლაში, სადაც გათვალისწინებულია მრეწველობისთვის სპეციფიური ფაქტორები, პოლიტიკური და იურიდიული გარემო, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ასევე ტექნოლოგიური განვითარებები. ჩვენი გუნდი მომხმარებელს აწვდის ინფორმირებულ ხედვას ბიზნეს გარემოს შესახებ, ახდენს შესაძლებელობების, ასევე შემზღუდავი ფაქტორების იდენტიფიცირებას თავის ამომწურავ ანგარიშებში. ეისითის საკუთარი წვლილი შეაქვს მოცემული მრეწველობის მაქსიმალურად ზუსტი სურათის წარმოდგენაში, მოიცავს ყველა ფაქტორს, რომელმაც მოსალოდნელია რომ ზემოქმედება მოახდინოს მრეწველობაზე დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

  • ინფრასტრუქტურა


ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესში. სახელმწიფო უწყებებს, დონორებს და კერძო სექტორს საკონსულტაციო სერვისებით ვეხმარებით სტრატეგიების ოპტიმიზაციაში, დაინტერესებულ მხარეებთან, ბენეფიციარებსა და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და მათი პოზიტიური ჩართულობის უზრუნველყოფაში. ჩვენი ექსპერტიზა და გამოცდილება უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგების მიღწევას: სოციალური ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების, ენერგო და ტრანსპორტის სფეროებში დაგეგმვის, სტრატეგიებზე მუშაობის, დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაციაში.



  • სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება


ჩვენს გუნდს სოფლის მეურნეობისა და მისი განვითარების მხარდაჭერის პროექტებზე მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საჯარო და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ექსპერტიზით ვფარავთ ღირებულებათა სრულ ჯაჭვს ფერმერული წარმოებიდან გასაღების ბაზრებამდე და დეცენტრალიზაციისა და შესაძლებლობების გაზრდით ხელს ვუწყობთ სოფლის მდგრად განვითარებას. სასურველი შედეგების მისაღწევად ვიყენებთ მიდგომების ფართო სპექტრს, შესაძლებლობების ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვის, ბაზრის ანალიზისა და ეკონომიკური პროგნოზირების ჩათვლით.



  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება


გვჯერა, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენი კვლევები ორიენტირებულია: შესაძლებლობების ანალიზის, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის, რისკების ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის გზით შესაძლებლობების ათვისებაზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ყოველთვის მორგებულია კონკრეტული პოლიტიკის, ინიციატივისა თუ პროდუქტის უნიკალურ საჭიროებებზე, ბაზრის ანალიზის, ფინანსური ანალიზის, ოპერაციული ხედვების და პარტნიორთა ჩართულობის გზით.




  • რეგულირების ზეგავლენის შეფასება


გადაწყვეტილების მიმღებებს ვეხმარებით, შეაფასონ საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებები ფოკუსირებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების გზით (RIA). ჩვენი სისტემური მიდგომა უზრუნველყოფს, ჩართული მხარეების ფართო სპექტრისათვის, ზედმიწევნით შეფასდეს არსებული და დაგეგმილი ან არარეგულირებული ალტერნატივების პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. რეგულირების ზეგავლენის შეფასების გზით, ხელს ვუწყობთ საჯარო სექტორსა და სახელმწიფოს წარმოადგინონ და დანერგონ რეგულაციები ინკლუზიურად და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად. ამ პროცესში ვიყენებთ მრავალფაქტორიან მიდგომას და ვეხმარებით გადაწყვეტილების მიმღებთ დანერგონ რეგულაციები, რომლებიც პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება ყველა ჯგუფისათვის.

პროდუქტი
საინტერესო ინსაიტები