/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
გენდერი და უმცირესობები
გენდერი და უმცირესობები
ქალთა მეწარმეობა და ეკონომიკური გაძლიერება arrow

ეისითის ღრმა ცოდნა და ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნია ქალთა გაძლირებისა და თანასწორობის საფუძვლიანად საკვლევად სხვადასხვა სექტორებში, როგორებიცაა ჯანმრთელობა, განათლება, სოფლის მეურნეობა, პოლიტიკა, ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ცხოვრება. ეისითი თავს უყრის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და ახდენს საციცხოლოდ უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების შემუშავებას ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობებისათვის, გადაწყვეტილებების მიმღებთათვის და დონორებისათვის, რათა მათ მხედველობაში მიიღონ და შესაბამისად, ხელი შეუწყონ ქალების უნარს მოახდინონ სასიკეთო ცვლილებები საკუთარი თავისთვის, საკუთარი თემისათვის და ზოგადად ქვეყნისათვის. ეისითი მუდმივად აკვირდება შესაძლო ბარიერებს და/ან მხარს უჭერს ქალების ეკონომიკური განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე სწავლობს არსებულ სოციალურ ნორმებსა და სტრუქტურულ ბარიერებს, რომლებიც პოტენციურად ხელს უშლიან ქალებს განვითარების პროცესებში თანაბრად შეიტანონ საკუთარი წვლილი.

უთანასწორობის კვლევები arrow

ეისითის კვლევები ცალკეული სიღარიბის საკითხებს სცდება და სანაცვლოდ, ცდილობს აღრიცხოს და გაანალიზოს უთანასწორობის პრობლემები საცხოვრებელი სტანდარტების, სტატუსის, უფლებებისა და შესაძლებლობების კუთხით მთელი პოპულაციის მასშტაბით. ეისითი იკვლევს უთანასწორობას შესაძლებლობებისა და შედეგების კუთხით სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ და უმცირესობების ჯგუფებში სხვასხვა ჭრილში, გარემოებებსა და სფეროებში. ჩვენი მიზანია ამ უთანასწორობის გამომწევი მიზეზების გამოკვლევა და გააზრება და შესაბამისი პრაქტიკული გადაწყვეტის გზების შემუშავება. უფრო კონკრეტულად, ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ შესაძლებლობებს, ვიაზრებთ თუ რა მუშაობს კარგად სხვადასხვა გარემოებებში, როგორ ეხმარება და/ან აფერხებს არსებული სოციალური და კულტურული ნორმები და ეკონომიკური ფაქტორები უთანასწორობის ცნებას და ბოლოს, რა შესაძლო კარგი სცენარები შეიძლება არსებობდეს. ამასთან ერთად, ჩვენი უთანასწორობის კვლევები ასევე მოიცავს უმცირესობების ჩართულობისა და გაძლიერების საკითხებს.

მოწყვლადობის კვლევები arrow

ეისითის მიერ შეთავაზებული და ჩატარებული მოწყვლადობის კვლევები აქცენტს აკეთებს ადამიანების სხვადასხვა მახასიათებლებზე და ჯგუფებზე, რომლებიც მათ პოტენციურად მოწყვლადს ხდის და ამგვარად ზღუდავს მათ უნარს, მოაგვარონ და რეაბილიტირდნენ გარკვეული სირთულეების შედეგად. ჩვენ ვაანალიზებთ დაუცველი ჯგუფების რისკებსა და მდგომარეობას, რათა ვუზრუნველყოთ უსაფრთხო და საფუძვლიანი შეფასებები დაინტერესებული ჯგუფებისათვის და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც „საჭიროების მქონე“ ადამიანებთან მუშაობენ მათი პრობლემების გადასაჭრელად და/ან რისკების შესამსუბუქებლად. მიუხედავად იმისა, რომ თავად მოწყვლადობის მრავალი განმარტება არსებობს, ეისითის კვლევები ცდილობს აღრიცხოს სხვდასხვა გარემოებებში „რისკის“ ქვეშ მცხოვრები ადამიანები, მოცემული აღრიცხვა შეიძლება იქნას გამოყენებული უნიკალურ წინაპირობებად და დისციპლინებისათვის და მიიჩნევა წარმატების მთავარ იარაღად.

გენდერული კვლევები arrow

გენდერული კვლევები/ანალიზი მრავალწახნაგოვანი საკითხია და ეისითის მრავალი კვლევითი პროექტის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ „გენდერი არასოდესაა განცალკავებული სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მიერ დაკავებულ პოზიციას სამყაროში, ეს ფაქტორებია სექსუალობა, რასა, სოციალური კლასი, უნარები, რელიგია, წარმოშობა, მოქალაქეობა, ცხოვრებისეული გამოცდილებები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა“. ეისითი ახორციელებს ჩაღრმავებულ გენდერულ კვლევებს მაღალკვალიფიციური ადგილობრივი ექსპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით, მუშაობს ამ სფეროში მომუშავე მრავალ ორგანიზაციასთან, რათა მეტი გაიგოს ადგილობრივ გენდერულ პრაქტიკებზე, ნორმებსა და დისკურსზე, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია და ფაქტები დაინტერესებული ჯგუფებისათვის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და პოლიტიკის შემმუშავებლებისათვის, რათა გავრცელებულ პრაქტიკებსა და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები იქნას შეტანილი.

პროდუქტი