ეისითის მენეჯმენტ კონსალტინგის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს - ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტის პოზიციაზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებულია ადამიანებზე ზრუნვა და ორგანიზაციის ჰარმონიული განვითარება. ჩვენ ველით მას, ვინც თავის ცოდნასა და უნარებს ჩადებს ისეთი სისტემების შექმნაში, რომელიც ჩვენი კლიენტი ორგანიზაციების პროდუქტიულობასა და მისი თანამშრომლების ბედნიერების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს.
ორგანიზაციაული განვითარების სპეციალისტის მთავარი როლია - ეისითის კლიენტი ორგანიზაციების მენეჯმენტისთვის ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა და მხარდაჭერა.
რისი გაკეთება მომიწევს?
რა ცოდნა და გამოცდილება მჭირდება?
რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
ბენეფიტები: ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი, ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ეისითი საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია
კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სტანდარტების შესაბამისად დაცულად. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.