/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
POWER3® დიაგნოსტიკა
POWER3® დიაგნოსტიკა

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების წინაპირობას ქმნის კომპანიის ნათელი ხედვა, ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურა და დასახული მიზნების ეფექტიანი აღსრულება. თუ ორგანიზაციას ჩავარდნა აქვს რომელიმე მიმართულებით, ის უბრალოდ ვერ შეძლებს ახალი შესაძლებლობების ათვისებასა თუ არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. POWER3® დიაგნოსტიკა ეისითის უნიკალური მეთოდოლოგიაა, რომელიც შეისწავლის ორგანიზაციის სიჯანსაღეს ამ სამი მიმართულებით და ახდენს მის დიაგნოსტირებას. 

 

POWER3® დიაგნოსტიკ ჩვენი ტრანსფორმაციული მოდელის POWER3®-ის პირველ ეტაპს წარმოადგენს, თუმცა მას დამოუკიდებელი ღირებულებაც გააჩნია. მისი მეთოდოლოგია ითვალისწინებს, როგორც ექსპერტულ ინტერვიუებს, ისე ორგანიზაციულ კვლევებსა და ბიზნეს-ანალიტიკურ მიდგომებს. ორგანიზაციის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე იქმნება დიაგნოსტიკური ანგარიში, რომელიც პასუხს გასცემს შემდეგ კითხვებს: 



ხედვა

  • რამდენად ნათელია ორგანიზაციის განვითარების ხედვა კომპანიის მმართველ გუნდში?
  • რამდენად შეთანხმებულია სტრატეგიული პრიორიტეტები? რა სტრატეგიულ საკითხებში არსებობს სრული თანხმობა, და სად იკვეთება განსხვავებული მოსაზრებები?
  • როგორ აღიქვამენ ორგანიზაციის თანამშრომლები კომპანიის სტრატეგიას? რამდენად ნათელია მათთვის, საით მიდის კომპანია? რამდენად შეთანხმებულად და ერთიანად აღიქვამენს ისინი მმართველ გუნდს?


კულტურა

  • რამდენად ჯანსაღია ორგანიზაციული კლიმატი - ურთიერთობები, გარემო, თანამშრომელთა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა
  • რამდენად ეფექტურია მართვისა და ლიდერშიფის სტილი - პროდუქტიულობის, თანამშრომელთა ჩართულობისა და რეალიზებულობის თვალსაზრისით
  • რამდენად ლოიალურები არიან თანამშრომლები და რამდენად მაღალია მათი ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში
  • როგორია კოლაბორაციის ხარისხი მიკრო გუნდებს შიგნით და გუნდებს შორის?
  • რა არის ის მნიშვნელოვანი ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის კულტურას?
  • რა არის ის კონტრ-პროდუქტიული ქცევები ორგანიზაციაში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ძირითად ფასეულობებთან და აზიანებს კულტურას?


აღსრულება

  • რამდენად ეფექტური და თანმიმდევრულია კომპანია მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში?
  • როგორია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის ხარისხი საკუთარი კომპეტენციების და პასუხსიმგებლობების ფარგლებში?
  • რამდენად ეფექტურად და ამოცანების ადეკვატურად იგეგმება რესურსები (ადამიანური, დროითი, ფინანსური, ტექნიკური)?
  • რამდენად ეფექტურია არსებული მართვის სისტემა და ორგანიზაციული სტრუქტურა კომპანიის მმართველი გუნდის და თანამშრომლების თვალსაზრისით?
  • რამდენად ეფექტურია ორგანიზაციის ცალკეული დომეინი (მაგ. HR, ოპერაციები, ფინანსების მართვა, გაყიდვები, მარკეტინგი და სხვ.) რა არის ამის მიზეზები?
  • რაში ხედავს კომპანიის მმართველი გუნდი ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობებს?


POWER3 დიაგნოსტიკის ფარგლებში თქვენ შეძლებთ დაინახოთ ორგანიზაცია, როგორც მისი მმართველი გუნდის, ისე მისი თანამშრომლების თვალით; აღმოაჩინოთ მსგავსება და განსხვავებები მათ მოსაზრებებს შორის. ნათლად დაინახოთ ორგანიზაციის მართვის გასაუმჯობესებელი მხარეები და მისი განვითარების პოტენციალი.


გარდა სიღრმისეული ანალიზისა, POWER3® დიაგნოსტიკის ეისითის მიერ შემუშავებული უნიკალური ინსტრუმენტი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციულ ინდექსს მოგცემთ, რომელიც დიაგნოსტიკის შემდეგ ორგანიზაციაში გატარებული სამუშაოების შედაგად მიღებული პროგრესის მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობას მოგცემთ. ეს ინდექსებია:

POWER3® დიაგნოსტიკ კომპანიის ზომიდან გამომდინარე, 4-6 კვირა გრძელდება. დიაგნოსტიკური სამუშაოებისა და ანალიტიკური ანგარიშის გარდა, მისი მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს კომპანიის მმართველ გუნდთან ერთ დღიან სტრატეგიულ ვორქშოფს. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად ორგანიზაციის მენეჯმენტის წევრები განსხვავებულად ხედავენ ორგანიზაციულ რეალობას - არსებულ გამოწვევებს, მათ წინაპირობასა და გადაჭრის გზებს. ეს ბუნებრივია, რადგან სხვადახვა პოზიციაზე მყოფი მენეჯერი განსხვავებული რაკურსით ხედავს ორგანიზაციას, ამას ემატება მათი განსხვავებული პროფესიული თუ პიროვნული გამოცდილების პრიზმაც. სწორედ რეალობის ეს განსხვავებული აღქმა ხდება გუნდის წევრებს შორის წინააღმდეგობისა და დაძაბულობის მიზეზი, რის შედეგადაც ფერხდება ორგანიზაციის განვითარება. POWER3® დიაგნოსტიკის ვორქშოფის მთავარი მიზანი, ტოპ-მენეჯმენტის მიერ სწორედ ამ განსხვავებების აღმოჩენა, ობიექტური მონაცემების საფუძველზე „ფოკუსის გასწორება“, ერთ რეალობაზე შეჯერება და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმებაა.


ჩვენ ამ ეტაპს „ბიზნეს-მომენტუმს“ ვეძახით. რადგან სწორედ ამ ვორქშოფზე ხდება ორგანიზაციის მმართველი გუნდის მიერ პრობლემის ანდა იმ კონკრეტული შესაძლებლობის გაცნობიერება - „მომენტუმი“, რაც მას მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გარდასახვისკენ უბიძგებს.

პროდუქტი