ახალი რეგიონი და სამი ახალი ქვეყანა ეისითის საერთაშორისო პროექტულ რუკაზე. კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია უკვე მსოფლიოს 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
აპრილიდან ეისითი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროექტს იწყებს, რომელიც სამ ქვეყანას - კამბოჯას, ინდოეთსა და ფილიპინებს მოიცავს. ეს კი ნიშნავს, რომ ეისითი წარმატებულ პროექტებს უკვე მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 16%-ში ახორციელებს.
აღნიშნული კვლევის მიზანია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ზრდასრული მოსახლეობის ფინანსური წიგნიერებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დონის განსაზღვრა.
ეისითის აღსრულების ლიდი და მმართველი პარტნიორი ნატალია კვიწინაშვილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის ფინანსური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე აირჩიეს.
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა.
„ასოციაციის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა და ინდუსტრიაში მაღალი სტანდარტების შექმნაა. ვფიქრობ, ჩემი 21 წლიანი გამოცდილება კვლევით სფეროში და თანამედროვე ფინანსური მიდგომების ცოდნა, მნიშვნელოვნად დამეხმარება აღნიშნულ პოზიციაზე და ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება - როგორც სფეროსთვის, ასევე ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისთვის.“ - ნატა კვიწინაშვილი, ეისითის აღსრულების ლიდი.
21 მარტს ეისითის დამფუძნებელმა და ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ BMGLIVE-ის გადაცემაში "წერტილი" თელარა გელანტიასთან ერთად, ისაუბრა ეისითის საქმიანობაზე, რა სთავაზობს კომპანია ბიზნესს და როგორ აძლიერებს ორგანიზაციებს ცლილებებისთვის. გადაცემაში დასმული საკითხები ასევე მოიცავდა:
BMGTV-ს ეთერში ACT-ს დამფუძნებელმა კარგი ლიდერის ძირითადად თვისებებზეც ისაუბრა. თინათინ რუხაძის აზრით, ყველაზე მთავარია, ლიდერი გუნდის ინსპირაციის წყარო იყოს.
„ძალიან ხშირად მენეჯერებს, ლიდერებს ჰგონიათ, კარგი ლიდერობა ნიშნავს იმას, რომ ყველაზე კარგად აკეთო რაღაც. ჩემი აზრით კი, კარგმა ლიდერმა ინსპირაცია უნდა მისცეს გუნდს, რომ რაღაც საუკეთესო შექმნას. ლიდერობა ნიშნავს გუნდთან ურთიერთობას და მათ მხარდაჭერას. ხშირად ლიდერებს ჰგონიათ, რომ ბევრი საქმე აქვთ და კომუნიკაციისთვის ვერ იცლიან, მაგრამ ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება ლიდერმა გააკეთოს, ეს არის თანამშრომლებთან კავშირი და შემდეგ, ეს ადამიანები იმ საქმეს გადასარევად გააკეთებენ“, -თინათინ რუხაძე
9 მარტს ეისითის ადამიანების და ორგანიზაციული განვითარების გუნდის ლიდმა, თეა შამათავამ, HR hub Next-ის პროექტის ფარგლებში ისაუბრა თემაზე „HR, როგორც ქოუჩი.“
HR Hub Next– ეს არის მომავალი HR მენეჯერების ინოვაციური ჰაბი, სადაც მენტორები, ამ სფეროს გამოცდილი პროფესიონალები ცოდნას და გამოცდილებას მომავალ თაობას მენტორინგის პრინციპით უზიარებენ.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
1 თვის განმავლობაში იმართება 10 შეხვედრა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერი უძღვება. თოთოეულ მენტორს ჰყავს 3-4 შეგირდი.
თეა შამათავამ, როგორც მენტორმა, პროექტის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. მენტორობის პროცესში განხილული საკითხები ეხებოდა როგორ გასხვავდება ქოუჩინგური კულტურის ორგანიზაციები სხვა ტიპის ორგანიზაციული კულტურებისგან და რამდენად მნიშვნელოვანია HR მენეჯერის როლი ესეთი სტილის ორგანიზაციებში. შეხვედრის ფარგლებში ეისითის ადამიანების და ორგანიზაციული განვითარების გუნდის ლიდმა, ისაუბრა HR მენეჯერის ქოუჩინგურ კომპეტენციებზე და ქოუჩინგური აზროვნების მოწყობის ლიდერებზე. ასევე გააცნო და იქვე ჩაუტარა მონაწილეებს რამდენიმე ინსტრუმენტი, რაც ახალ თაობის ადამიანური კაპიტალის მენეჯერებს გამოადგებათ თავიანთ საქმიანობაში.