აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა დავინახოთ ის გამოწვევები, რაც ბევრი კომპანიის წინაშე დგას: პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისი, რის გამოც ბევრ კომპანიაში შეიზღუდა საოპერაციო საქმიანობა; პანდემიით დასტრესილი და გადაღლილი თანამშრომლები, რომლებსაც აერიათ ძილი, შეუმცირდათ მოტივაცია, მოენატრათ ურთიერთობები და სხვა; უკრაინის თანაგრძნობით გახლეჩილი ადამიანების სულიერი მდგომარეობა - ფიზიკურად და თავით აქ არიან, მაგრამ გულით უკრაინაში; ომით გამოწვეული სავაჭრო არხებისა და გზების გადაკეტვა და ა.შ.
ასეთს და სხვა ახალ გამოწვევებს ახალი მიდგომებით გამკლავება ესაჭიროება. შესაბამისად, ბევრი მსგავსი პრობლემის მქონე კომპანია მიხვდა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა და დღის წესრიგში ორგანიზაციული ტრანსფორმაცია შეიტანა.
|
|
ტრანსფორმაცია თავისთავად გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს ორგანიზაციაში, რომლის შედეგიც აუცილებლად აისახება კომპანიის ეფექტიანობაზე. მაგრამ როგორ უზრუნველვყოთ დადებითი შედეგის მიღება? იგივენაირად, როგორც გავზრდიდით ევერესტის დაპყრობის შესაძლებლობას - საჭირო მომზადება და სანდო გუნდი. შესაბამისად, ის ხალხი, ვისთანაც ვლაშქრავთ ევერესტს, არის ზუსტად ის ხალხი, ვისაც ვეყრდნობით კომპანიის ტრანსფორმაციის პერიოდში!
|
თუ ორგანიზაციის სტრუქტურას გავყვებით, მხოლოდ ფორმალურ ლიდერებს აღმოვაჩენთ, რომლებსაც თავიანთი ვალდებულებებისა და მოვალეობებიდან გამომდინარე აქვთ კონკრეტული პოზიციური ზეგავლენა. მაგრამ, მარტო პოზიციური ზეგავლენის გამო ევერესტზე ფეხსაც ვერ შევდგამთ, არა?! შესაბამისად, უნდა გავზარდოთ ჩვენი ძებნის არეალი და ვეძებოთ არაფორმალური ლიდერები ყველა პოზიციის მქონე თანამშრომლებში.
არაფორმალური ლიდერების აღმოჩენით, კომპანია შეძლებს მოახდინოს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც შექმნის საყრდენ ძალას ტრანსფორმაციის პერიოდში. ეს ადამიანები: |
|
|
ბევრმა კომპანიამ შეიძლება მიმართოს სხვადასხვა ორგანიზაციულ კვლევას, მაგრამ არცერთი ტრადიციული შიდა ორგანიზაციული კვლევა არ ამოხსნის ამ ამოცანას.
იმისათვის, რომ გამოვავლინოთ კომპანიაში ნამდვილი ლიდერები ACT-ის გუნდის მიერ შეიქმნა ახალი და ინოვაციური ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის და HR სპეციალისტებისთვის - Leadership Scanner®.
Leadership Scanner®-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას გვკარნახობს თვითონ სახელი - ლიდერების სკანერი - რომელიც, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებითა და ONA-ზე დაფუძნებით ახდენს კომპანიის სკანირებას და გამოავლენს სწორედ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლია დაეყრდნოს კომპანია კრიზისულ ან ტრანსფორმაციულ პერიოდში.
კითხვარი არის ისე შედგენილი, რომ პასუხები იყოს: 1) არაკონფლიქტური - არ გიწევს სხვა თანამშრომლის საქმიანობისა და მისი ეფექტიანობის შეფასება ; 2) ობიექტური - შეუძლებელია ხელოვნურად არაფორმალური ლიდერების წინ წამოწევა; 3) ფაქტზე დაფუძნებული - გამოავლენს არსებულ ფაქტს და არა მოსაზრებებს.
შედეგების დანახვა შესაძლებელია ადვილად გასარჩევი ვიზუალური მასალით/სქემით/ქსელით და ინტერაქტიული პლატფორმით, რომელიც ქმნის ანალიზის დიდ მოქნილობას.
შესაძლებელია როგორც კომპანიის ჯამური სურათის, ასევე ცალკეული დეპარტამენტებისა და ინდივიდების დონეზე შედეგების ნახვა და უნიკალური ინსაითებისა და ანალიზის მოპოვება (სად არის არარეალიზებული პოტენციალი; რომელ დეპარტამენტს ესაჭიროება მეტი პროფესიული განვითარება; სად იკვეთება კომპანიაში სუსტი დელეგირება და შეინიშნება მიკრომენეჯმენტი; სად იქმნება „ძაბრი“ და სად სჭირდება კომპანიას შუალედური რგოლის გაძლიერება და სხვა). |
|
აღმოჩენილი არაფორმალური ლიდერების გუნდზე დაყრდნობით, ინსაითებითა და ანალიტიკით კომპანია აუცილებლად დალაშქრავს ევერესტისა და წარმატების სხვა მწვერვალებს.