დღეს, ყველა თანხმდება, რომ ტექნოლოგიურ ერაში, ბიზნესებისთვის ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალი და განგრძობითი პროცესია. კომპანიაში მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს ანალიტიკის დანერგვა, ავტომატურად იწვევს მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებას, რომელიც მჭიდრო კავშირშია ბიზნესის ოპერირების ხუთ ძირითად არეალთან:
|
|
|
|
|
|
|
|
|
ზოგჯერ, მომხმარებელზე ორიენტირებული ანალიტიკის დანერგვა სპონტანურად იწყება და სრული მასშტაბის გააზრების გარეშე, შესაძლოა წარუმატებელი მცდელობის მიზეზი გახდეს. პროდუქტზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელიდან, მომხმარებელზე ორიენტირებულ ბიზნეს მოდელზე გადასვლა კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც პირველ რიგში მაინდსეტის ცვლილებითა და ახლებური ხედვის ჩამოყალიბებით იწყება.
ჩვენი ვეხმარებით კომპანიებს მოემზადონ და წარმატებით განახორციელონ მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაცია. ჩვენი მიდგომა, ეფუძნება PWR3®-ის კონცეფციას, სადაც ტრანსფორმაციული პროცესის ნებისმიერი ეტაპი განიხილება სამ მთავარ განზომილებაში: ხედვა, კულტურა და აღსრულება.
სამუშაო მიდგომები
მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის სამუშაო პროცესი 7 ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი თავის მხრივ მრავალკომპონენტიანია და კომპანიის მიერ უკვე გავლილი ტრანსფორმაციული გზის გათვალისწინებით შესაძლებელია გაგრძელდეს 6 თვიდან 24 თვემდე:
ტრანსფორმაციული პროცესი საჭიროებების გაცნობიერებით იწყება. როგორც წესი, ცვლილებების დაწყების ინიციატორი თავად კლიენტია, თუმცა პირველი მოსაზრების გაჟღერებიდან, საფუძვლიან გაცნობიერებამდე საჭიროა ინიციატივის მრავალმხრივი გადააზრება, რათა კონკრეტული ნაბიჯების გადაგმის წინ მკაფიოდ გავიაზროთ სარგებელი და დიდი სურათი დავინახოთ. საჭიროების გაცნობიერების პროცესში, ეისითის კონსულტანტებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ - გარე ხედვების გაზიარებითა და მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული პოტენციური გამოწვევების გათვალისწინებით.
მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია არსებული ციფრული გარემოს შესწავლა და მისი საფუძვლიანი გაანალიზება. სწორედ ამ ეტაპზე ხდება მომხმარებელთან დაკავშირებული მონაცემთა მოგროვების, დამუშავებისა და ანალიზის ჯაჭვის გადატანა ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ ჭრილში. დიაგნოსტირების შედეგად ვიღებთ სრულ სურათს, თუ სად იმყოფება კომპანია და რისი გაკეთებაა საჭირო, რათა ეფექტურად დაიგეგმოს და განხორციელდეს დაგეგმილი ტრანსფორმაცია.
ტრანსფორმაციული გუნდი აერთიანებს იმ ლიდერებს, ვინც პასუხიმგებლობას იღებს ორგანიზაციაში საჭირო ცვლილებების დაგეგმვაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებაზე. ეისითის კონსულტანტები კლიენტს ეხმარებიან ლიდერშიფ გუნდის კონფიგურაციის განსაზღვრაში, მის ფორმირებასა და შეკვრაში. სწორედ ამ ეტაპზე ხდება კომპანიაში ხელშესახები ტრანსფორმაციის დაწყება, ვინაიდან ლიდერების გუნდი გააზრებულად მიმართავს საკუთარ ენერგიას და რესურს ცვლილებებისკენ.
ცვლილებების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის ჭრილში ხედვებისა და სტრატეგიის გადააზრება. რიგ შემთხვევაში, ინიციატივები იწვევს ბიზნეს მოდელის განახლებას ან ცვლილებას. ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ტრანსფორმაციის შინაარსსა და ფორმას.
ამ ეტაპზე, ეისითის ციფრული ტრანსფორმაციის გუნდი კლიენტს ეხმარება უკვე გაწერილი სტრატეგიისა და ხედვების შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, საჭირო რესურსების შეფასებასა და პროცესის მონიტორინგისთვის საჭირო კრიტერიუმების დანერგვაში. ამით, დაგეგმვის ნაწილი სრულდება და კომპანიაში იწყება სრულმასშტაბიანი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი.
უმეტეს შემთხვევაში, მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერისთვის, კომპანიაში საჭიროა არსებული სისტემის გადახალისება. ამასთან ერთად, ხშირად ჩნდება ახალი პოზიციები, სადაც არსებული კადრების ალოკაცია ან ახალი ტალანტების მოზიდვა ხდება საჭირო. ეისითი ეხმარება კლიენტს „სწორ ადგილას, სწორი კადრის“ ალოკაციაში. ორგანიზაციის ტრანსფორმაციისთვის მომზადება, გულისხმობს სამუშაო გუნდის შეთამაშებას და მათთან ხედვებისა და დასახული მიზნების სწორად მიტანას. ეისითის კონსულტანტები ემუშავებიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც უშუალოდ ეხება მომხმარებელზე ორიენტირებული ანალიტიკის დანერგვა ან მისი შედეგების ბენეფიციარია.
საბოლოო ეტაპზე, კომპანია დასახული მიზნებისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით აღასრულებს მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტების დანერგვას. დასკვნით ეტაპზე, ეისითის ძირითადი როლია ტრანსფორმაციულ პროცესებთან დაკავშირებული სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების ფასილიტაცია.
გარდა ამისა, კონკრეტული ციფრული პროდუქტის ფარგლებში, ეისითის ბიზნეს ანალიტიკის გუნდს შეუძლია კომპანიას დაეხმაროს მომწოდებლის შერჩევაში, სამუშაოების დაგეგმვასა და მონიტორინგში.
მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად, აღსრულების ნაწილში ეისითი კლიენტს სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებული ანალიტიკისა და BI ინსტუმენტების დანერგვას.
მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად, აღსრულების ნაწილში ეისითი კლიენტს სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებული ანალიტიკისა და BI ინსტუმენტების დანერგვას.
ჩვენი პროექტის მართვის მეთოდოლოგია დაფუძნებულია ინდუსტრიის ოქროს სტანდარტზე (CRISP-DP – Cross-Industry Standard Process for Data Mining), რომელიც აქტიურად გამოიყენება Data Science და Machine Learning პროცესების მართვისას და მოიცავს 6 ეტაპს:
BU (Business Understanding)
|
|
M (Modeling) |
მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და ბიზნეს ამოცანების გააზრება.
|
|
ტექნიკის შერჩევა, მოდელის აწყობა და სატესტო დიზაინის გენერაცია. |
DU (Data Understanding)
|
|
E (Evaluation) |
მონაცემთა სტრუქტურის ანალიზი, ხარისხის შეფასება და გაცვლის მექანიზმების აღწერა.
|
|
შედეგების შეფასება, ალფა ტესტირება, ერთიან სისტემაში ინტეგრაციის დაგეგმვა. |
DP (Data Preparation)
|
|
D (Deployment)
|
მონაცემთა მოწესრიგება, გადამუშავება, ფორმატირება და უნიფიცირება. |
|
მოდელის ბეტა ტესტირება, საერთო ეკოსისტემაში ინტეგრაცია, მონიტორინგისა და სისტემის მოვლის გეგმის შედგენა და მისი წარმოებაში სრულმასშტაბიანი გაშვება. |
სტანდარტულ პროცესთან ერთად, პროექტული გუნდი ხელმძღვანელობს ეჯაილური მიდგომებით, რომლის მიხედვითაც სამუშაოების მოკლევადიან სპრინტებად დაყოფა ხდება. თითოეულ სპრინტზე კონცეტრაცია გუნდს აძლევს წარმატების შეგრძნებას, რაც კიდევ უფრო ზრის მოტივაციასა და შემდეგი ეტაპის მიმართ მოლოდინს. თუმცა ხდება ისეც, რომ აუცილებლობის შემთხევაში უკან ვუბრუნდებით, წინა პროცესთან და მას ხელმეორედ, კიდევ უფრო კომპლექსურად გავდივართ. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი დავდოთ.