ტრამპის გავლენა საქართველოზე

დღეს, 20 იანვარს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

“ეისითი” დაინტერესდა, მოსახლეობის აზრით, რა გავლენას იქონიებს საქართველოზე ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობა.

როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნია, თუმცა თბილისის მოსახლეობის თანაბარი ნაწილი ფიქრობს რომ ტრამპს პოზიტიური (12%) ან ნეგატიური (13%) გავლენა ექნება საქართველოზე.


*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მეტის ნახვა